საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო ქსელის „EducationUSA“ ვირტუალური გამოფენა

 

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, შაბათს,  13:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო ქსელი "EducationUSA" საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად უმასპინძლებს ამერიკული განათლების ყველაზე მასშტაბურ ვირტუალურ გამოფენას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ამერიკული კოლეჯი და უნივერსიტეტი. 

გამოფენის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს აშშ-ში განათლების მიღების შესაძლებლობები. დამსწრეებისთვის გამოფენაზე ხელმისაწვდომი იქნება საჯარო და პირადი ჩატი/კომუნიკაცია კოლეჯებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. გაეცნობით მრავალფეროვან პროგრამებს სპეციალობების და განათლების საფეხურის მიხედვით,  ტესტირებისა და ჩარიცხვის კრიტერიუმებს, დაფინანსებისა და სტიპენდიების მოპოვების მექანიზმებს.

 

გამოფენაზე რეგისტრაცია და მონაწილეობა უფასოა.

 

გამოფენაზე რეგისტრაცია 

გამოფენის გვერდი სოციალურ მედიაში

მონაწილე უნივერსიტეტები

 

გამოფენის ორგანიზატორია EducationUSA, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში“ ქსელი, რომლის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის “საერთაშორისო განათლების ცენტრი “(CIE). გამოფენა ტარდება საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ამერიკული საბჭოების (ვაშინგტონის ოფისი) მხარდაჭერით.

 

გამოფენა ხელს უწყობს განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნებს, ასევე, ამერიკელ და ქართველ ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას უმაღლესი განათლების სფეროში და უზრუნველყოფს აშშ-ში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის საქართველოში.

თარიღი: 04/11/2021